“გასულ წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეჭირა”

“გასულ წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმართველი როლი კერძო სექტორს ეჭირა”, – აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11 ათასი ადამიანით გაიზარდა. პრემიერის თქმითვე გასულ წელს განსაკუთრებით სამშენებლო სექტორი გააქტიურდა. დღესვე პრემიერმა ახალ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე 4000-მდე ადამიანის დასაქმება მოხდება.

“კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში 2014 წელს ეკონომიკურ ზრდაში აშკარა წარმართველი როლი ეჭირა კერძო სექტორს. 2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა – 11 ათასი ადამიანით. სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20%-ით; 2015 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია – 23%-ით 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან -76%-ით, რუსეთთან კი – დაახლოებით 6-ჯერ (487,5%-ით).

აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შეღავათიანი სესხით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფითისარგებლა 64 მეწარმემ. მათ უკვე დაიწყეს წარმოებების შექმნა. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია 111, 900, 000 აშშ დოლარს აღემატება. მხოლოდ ამ პროგრამაში – აწარმოე საქართველოში ჩართული საწარმოები 2015 წლის ბოლოსთვის დაასაქმებენ დაახლოებით 4 ათასზე მეტს ადამიანს. დღესაც, ამ პრესკონფერეცნიის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე კიდევ სამი ახალი პროექტის დაფინანსებას გადავწყვეტთ აწარმოე საქამრთველოშის, ფარგლებში. ძალიან მახარებს, რომ დიდია დაინტერესება ამ პროექტით.

ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავალმა 2003-2011 წლებში 3,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მხოლოდ 2013 და 2014 წლის 9 თვის განმავლობაში კი, 3,1 მილიარდი აშშ დოლარი. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით მხოლოდ თბილისში 17 ახალი სასტუმრო გაიხსნა და ტურისტულ სექტორს შეემატა 725 ახალი საწოლი ადგილი.

პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს პირველად ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა აღარ იყო დამოკიდებული ამინდზე. სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე. დღეს უკვე ჩვენი კურორტები იძლევა საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობას. უკვე წელს გუდაურში 40 %-ით, დიდველზე კი – 20%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა“, – ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...