გასულ დღეებში გლდანის მე-6 მიკრორაიონიდან 112-ში შეტყობინება არ შესულა

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში აფეთქება მოხდა. რის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებელები აცხადებენ რომ აფეთქებამდე 1 საათით ადრე 112-ში დარკეს, რადგან გაზის სუნი იგრძნეს.
 

კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ელისო ყულუმბეგაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გაზის სუნი კორპუსში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობი იყო. მისივე თქმით. ყაზტრანსგაზის თანამშრომლები 3-4 დღის წინ კორპუსში გაზგაყვანილობის სისტემის გასაკეთებლად გამოიძახეს.

„აიპრესთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე 112 -ში შევიდა ინფორმაცია გაზის სუნთან დაკავშირებით. 

„112 -ში სახანძრო-სამაშველო კუთხით შემიძლი ხაზგასმით ვთქვა, რომ გამოძახება არ ყოფილა. გამოძახებიდან ზუსტად 5 წუთში ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველოს პირველი დანაყოფები და მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე წუთში გამოცხადდა სრული მობილიზება და გამოვცხადდით აფეთქების ადგილას“- განაცხადა ქაწაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...