გასულ 24 საათში, ვიეტნამში COVID19-ით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსული ინფექციის ოცი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ დღეს ვიეტნამში. ამის შესახებ ნათქვამია COVID-19 დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის კომუნიკეში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა მთავრობის საინფორმაციო პორტალზე.

კომიტეტის თანახმად, ინფიცირების 20 შემთხვევიდან 17 ცენტრალურ პროვინცია კუნანგამში და მის დედაქალაქში დაფიქსირდა. ვიეტნამის ამ სიდიდით მესამე ქალაქში კორონავირუსული ინფექციის ახალი გავრცელება 25 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სამი თვის განმავლობაში ახალი შემტხვევები საერთოდ არ იყო დაფიქსირებული. კიდევ ერთი ინფიცირებული ადამიანი იქნა გამოვლენილი სამხრეთ პროვინციაში.

კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა ვიეტნამში 23 იანვარს დაფიქსირდა. გასული პერიოდის განმავლობაში, სულ 672 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 378 გამოჯანმრთელდა. ამჟამად, 286 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 22.2 ათასი ადამიანი კი საავადმყოფოებში და საკარანტინო ცენტრებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ხოლო დაახლოებით 97.8 ათასი ადგილობრივი მოსახლე საკარანტინო რეჟიმს სახლის პირობებში გადის.

კორონავირუსული ინფექციის განმეორებითი გავრცელების გამო, ვიეტნამის დიდ ქალაქებში კვლავ დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც მაისში უკვე მოიხსნილი იყო. ახლა კვლავ აღდგა ყველა საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების აკრძალვა, დაკეტილია ბარები, ღამის კლუბები და ყველა გასართობი დაწესებულება. საზოგადოებრივ ადგილებში კვლავ დაინერგა სამედიცინო ნიღბების სავალდებულო ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად