გასულ 24 საათში, რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ოპერატიული შტაბი იტყობინება.

ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 18 ივლისიდან მოყოლებული, როდესაც 6 234 შემთხვევა დაფიქსირდა, მეოთხედ შემთხვევებში დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე მეოთხე დღეა, რაც 6 ათასს აჭარბებს. საერთო ჯამში, ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობამ 1,115,810-ს მიაღწია.

ინფექციის უმეტესობა გამოვლინდა შემდეგ რეგიონებში: მოსკოვი (980), პეტერბურგი (211), როსტოვის მხარე (181), მოსკოვის რეგიონი (172),
ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონი (157).

ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 19 649 მოქალაქე გარდაიცვალა.

ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 5 976 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 917 949 შეადგინა. ამავდროულად, მეექვსე დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა, 17 სექტემბრიდან მოყოლებული, არ აღემატება გამოჯანმრთელებების რაოდენობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად