გასულ 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 6 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში 6 148-ით გაიზარდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 18 ივლისიდან მოყოლებული.

შტაბის მონაცემებით, ყოველდღიური ზრდა 0.6%-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 103 399-ს მიაღწია.

ყოველდღიური ზრდის ყველაზე მცირე ტემპები დაფიქსირდა ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში (0%), სმოლენსკის რეგიონში და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (0,2%), მოსკოვის რეგიონში, ტულის რეგიონში, თათრეთში და ნენეცის ავტონომიურ ოლქში (0,3%).

კერძოდ, ინფიცირების 860 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში, 214 – პეტერბურგში, 188 – მოსკოვის რეგიონში, 178 – როსტოვის რეგიონში, 165 – ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში.

სულ რუსეთში 174 624 ადამიანია ამ ეტაპზე ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად