გასულ 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 5,057 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 907,758-ია. ამის შესახებ ახალ კოროვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციულმა შტაბმა განაცხადა.

შტაბის ცნობით, ამ ინდიკატორის ყოველდღიური ზრდა, უკვე მეთორმეტე დღეა, რაც არ აღემატება 0.6%-ს.

რუსეთში განკურნებული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ, გასული 24 საათის განმავლობაში გაიზარდა 6,098-ით. შტაბის თანახმად, გამოჯანმრთელდა სულ 716,396 ადამიანი, რაც რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78.9%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად