გასულ 24 საათში ჩინეთში COVID19-ით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა, აქედან 12-ში ვირუსი აქტიური ფორმით ვლინდება, ხოლო 17 ასიმპტომური მატარებელია. მათგან ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის შედეგად ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

წინა დღის განმავლობაში კი დაფიქსირდა ინფიცირების 27 შემთხვევა – 10 აქტიური და 17 ასიმპტომური, ყველა მათგანი ასევე იმპორტირებულია საზღვარგარეთიდან.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლი გახდა 4,634 ადამიანი, დაფიქსირებულია ინფიცირების 85134 აქტიური შემთხვევა, აქედან 2,585 იმპორტირებულია. ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს 80 320 გამოჯანმრთელებული ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად