გასულ 24 საათში, ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში, COVID-19-ით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 პაციენტი აქტიური ფორმით და 24 ასიმპტომური, ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ქვეყნის შიგნით დაფიქსირდა 22 აქტიური შემთხვევა, ყველა მათგანი სინძიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში.

წინა დღის განმავლობაში გამოვლინდა 57 ახალი შემთხვევა, 36 აქტიური ფორმით და 21 ასიმპტომური.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩინეთში ახალი კორონავირუსის მსხვერპლი 4,634 ადამიანი გახდა, აგრეთვე დაფიქსირდა ინფიცირების 84,491 აქტიური შემთხვევა, მათგან 2,103 იმპორტირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად