გასულ 24 საათში, აშშ-ში COVID19-ით ინფიცირების 45 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 45 ათასზე მეტით გაიზარდა, ხოლო დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.

უნივერსიტეტის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ექიმებმა გამოავლინეს ინფექციის 45,368 ახალი შემთხვევა, ხოლო დაიღუპა 540 ადამიანი.

ერთი დღით ადრე, ეს მაჩვენებლები, 47,511 და 413 იყო.

პანდემიის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში გამოვლინდა ინფიცირების 4,717,716 შემთხვევა, ხოლო 155 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გლობალურ დონეზე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 18.3 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 694,406 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად