გასულ 24 საათში, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 71 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg Business News Agency ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც გამოთვლებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემების საფუძველზე ახორციელებს.

გავრცელებული მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 71,389 ახალი შემთხვევა. ამრიგად, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა წინა დღესთან შედარებით 2.3%-ია. გასული კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მონაცემებმა საშუალოდ 1.9% შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 12,5 მილიონზე მეტი ადამიანი, დაიღუპა დაახლოებით 560 ათასი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შეერთებული შტატები მსოფლიოში ლიდერობს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით (3.22 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 134 ათასზე მეტი გარდაცვლილი).

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად