გარიცხავენ თუ არა პარტიიდან?! – ივანიშვილი ბესელიას კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს ხვდება

აპირებენ თუ არა პარტიიდან იმ დეპუტატების გარიცხვას, რომლებმაც მხარი ეკა ბესელიას კანონპროექტს დაუჭირეს?! ამ კითხვაზე “აიპრესმა” პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღო.

თუმცა, დაზუსტებით შეგვიძლია მკითხველს ვუთხრათ, რომ ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ დეპუტატებს ხვდება.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 წინააღმდეგი იყო. (იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულიყო, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყოს საჭირო).

დეპუტატები, რომლებმაც წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ირაკლი აბესაძე, რევაზ არველაძე, დავით ბაქრაძე, ეკა ბესელია, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, თინათინ ბოკუჩავა, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გოგორიშვილი ხათუნა, რომან გოცირიძე, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ალექსანდრე ერქვანია, ირმა ინაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ემზარ კვიციანი, ლევან კობერიძე, გიორგი ლომია, ადა მარშანია, ნიკანორ მელია, გელა მიქაძე, გიორგი მოსიძე, ირმა ნადირაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, სერგო რატიანი, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ტუღუში, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, ლელა ქებურია, ოთარ ჩრდილელი, ნატო ჩხეიძე, მირიან წიკლაური, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ელენე ხოშტარია.

დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს: ლევან ბეჟანიძე, გოგა გულორდავა, ისკო დასენი, მუხრან ვახტანგაძე, ვანო ზარდიაშვილი, რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, სავალ მირზოევი, კობა ნაკაიძე, ანრი ოხანაშვილი, ირინე ფრუიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა შალელაშვილი, ნინო წილოსანი, თამარ ხულორდავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...