გარეთ საუთგეიტი 2024 წლამდე – ინგლისის ნაკრების მწვრთელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის კიდევ 3 წელი იმუშავებს ინგლისის ნაკრებში.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ინგლისის ნაკრების მენეჯერის ყოველწლიური ხელფასი 5 მილიონი გირანქა იქნება. მისი ხელფასი 3 მილიონი იქნება, თუმცა ბონუსებით ის 5 მილიონამდე ავა. საუთგეიტი ინგლისელთა ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს, თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე არ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, საუთგეიტის საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა, მან გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, თუმცა პენალტების სერიაში საკუთარ მოედანზე დამარცხდა იტალიის ნაკრებთან.

კომენტარები
იტვირთება...