გარეთ ბეილი “ტოტენჰემ ჰოტსპურს” დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” 24 კაციანი სიიდან ამოვარდნილი გარეთ ბეილი “ტოტენჰემ ჰოტსპურს” დაუბრუნდა

ინგლისის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემ ჰოტსპურს” 2007-2013 წლებში მის რიგებში მსოფლიო ვარსკვლავად ქცეული და შემდეგ მადრიდის “რეალის” მიერ იმ დროისთვის რეკორდულ, 100 მლნ ევროდ ნაყიდი უელსელი გარეთ ბეილი დაუბრუნდა.

პრესა იუწყება, რომ ზინედინ ზიდანთან უთანხმოების გამო გუნდის შემადგენლობიდან ამოვარდნილი გარეთ ბეილი, რომელიც კიდევ ორი წლითაა “რეალის” საკუთრება, “ტოტენჰემ ჰოტსპურში” ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ლონდონელები თავიანთი უზარმაზარი (26 მლნ ფუნტი სტერლინგი) სახელფასო ფონდიდან მას სრულად გადაუხდიან 13 მლნ ფუნტს ანუ იმ თანხას, რაც “რეალს” მისთვის წლის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაეხადა.

გარეთ ბეილი უკვე ირიცხება ლონდონელთა რიგებში, მაგრამ ტრავმის გამო იგი დახლოებით 4 კვირა ვერ გავა სათამაშოდ. ბეილის “ტოტენჰემის” რიგებში დაბრუნება, როგორს იუწყებიან, კლუბის პრეზიდენტ დანიელ ლევის და მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მოწადინების შედეგად გახდა შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ “ფორბსმა” გარეთ გეილი მსოფლიოს ყველაზე მეტად ანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მე-8 პოზიციაზე დაასახელა.

https://ipress.ge/new/phorbsis-qhvelaze-maghalanazghaurebadi-phekhburthelebis-siis-sathaveshi-lionel-mesia/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად