გარემოს სააგენტო: 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენოს ცნობით, 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

” 13 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ნალექი შეწყდება. ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს. 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 12 ოქტომბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13 ოქტომბერს დღისით ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა 12-14 ოქტომბერს +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად