გარემოს დაცვის სამინისტრო: მდინარე ვერეს წყლის დონე საფრთხეს არ წარმოადგენს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე 40 წთ-ში 34 -მმ ნალექი მოვიდა. 21:00 სთ -ზე წყლის დონე დაფიქსირდა 128 სმ, რაც ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. აქვე განვმარტავთ, რომ წყლის დონის საგანგაშო ნიშნული 170 სმ-ია.

თბილისში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესის გააქტიურებას, რომელმაც საავტომობილო გზის მონაკვეთი, არსებული ინფრასტრუქტურა და გაზსადენი მილი დააზიანა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ოპერატიულად შეაფასეს არსებული მდგომარეობა, ადგილზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები პრევენციის მიზნით. სპეციალისტების რეკომენდაციით ამჟამად წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აკრძალულია. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა შემდგომი გასატარებელი ღონისძიებებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად