გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

ამ წუთებში, გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები გეჯეთი-ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ განხორციელებულა.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ანალოგიურ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.

სენაკის მუნიციპალიტეტში, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან დაიწყო და მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, დღემდე აქტიურად ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად