გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის წინააღმდეგ სასამართლო დავა 15 ივნისს გაგრძელდება

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მეპატრონის, ზაზა ართმელაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. 

დღეს მორიგი სასამართლო სხდომა შედგა, სადაც ბრალდების მოწმე – ორი ექსპერტი დაიკითხა.

როგორც ართმელიძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

ზაზა ართმელაძის დედის განცხადებით, მის შვილს, თავის დროზე მოსამართლე მამისეიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უსამართლოდ შეუფარდა.

პროცესზე სამი მოწმის გამოუცხადებლობის გამო სხდომის არსებითი განხილვა 15 ივნისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, ქობულეთში, 2015 წლის მასიში სასტუმრო "არმაზიში",  სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლი ქობულეთში ფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 მოზარდი ემსხვერპლა.

რის გამოც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონემ, რომელსაც სასამართლო აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შუცვალა, 2017 წლის 29 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახის ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მან წერილიც დატოვა, სადაც ორი წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიასა და ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...