გარდაცვლილი საჩხერელი მეხანძრე-მაშველის ქალიშვილი ნინო დევიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს

ოჯახური ტრადიცია გრძელდება – გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, გიორგი დევიძის ქალიშვილი ნინო დევიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს.

ის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარ სამმართველოში ოპერატორი იქნება.

ნინოს პირველ სამუშაო სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ესტუმრნენ. ახალ ოპერატორს მუშაობის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

გიორგი დევიძე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი მორიგეობის დროს შეუძლოდ გახდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუდამ ცდილობს იზრუნოს გმირ მეხანძრე-მაშველებზე და მათ ოჯახებზე. ახალ თანამშრომელს წარმატებებს და ოჯახური ტრადიციის ღირსეულად გაგრძელებას ვუსურვებთ.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად