გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სცემა

ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი დავით გერლიანი სცემა.

შემთხვევა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან მოხდა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

ქირურგმა დავით გერლიანმა ადგილობრივ ვ.ზ-ს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა, რასაც გართულება მოჰყვა. ავადმყოფი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. არც გარდაცვლილის ნათესავები აკეთებენ მედიასთან კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად