გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის საქმის მოსმენა 8 ივნისისთვის გადაიდო

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის დერეკ შოვინის საქმის სასამართლო განხილვა 1-დან 8 ივნისისთვის გადაიდო. ამის შესახებ CNN იუწყება.

სხდომის გადადების მიზეზი სასამართლო დოკუმენტებში არ არის მითითებული.

25 მაისს, მინეაპოლისში, მინესოტას შტატში, შოვინმა მონაწილეობა მიიღო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაპატიმრებაში, რომელიც ეჭვმიტანილი იყო გადასახადების გაყალბებაში. ამავდროულად, პოლიციელმა, დაკავებისას მიწაზე დააგდო აფროამერიკელი და მას კისერზე მუხლი დააჭირა და დააიგნორა ის ფაქტი, რომ ფლოიდს სუნთქვა არ შეეძლო. მალე, აფროამერიკელი მოქალაქე, ქალაქის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტში გავრცელდა, ჯერ მინეაპოლისში, შემდეგ კი აშშ-ს სხვა ქალაქებშიც დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც არეულობებში გადაიზარდა. შოვინი პოლიციიდან გაათავისუფლეს, შემდეგ კი დააპატიმრეს და მკვლელობაში დააადანაშაულეს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, ბენჯამინ კრუმპს მიაცნია, რომ ბრალდება მას უნდა წაეყენოს განზრახ მკვლელობის მუხლით.

პროტესტი, რომელიც გასულ კვირას, ფლოიდის გარდაცვალების გამო, მინეაპოლისში დაიწყო, ამერიკის რამდენიმე ათეულ მთავარ ქალაქშიც გავრცელდა. ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობენ დემონსტრანტების დაწყნარებას ყველა შესაძლო გზით, კომენდანტის საათის დაწესებით და აგრეთვე მათ, პოლიციას ეროვნული გვარდიის ძალებიც შეაშველეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად