გარდაცვლილი 18 წლის გოგონას ოჯახი, სუიციდის ფაქტს შეყვარებულთან კონფლიქტს უკავშირებს

ბათუმში, მშობლები თვითმკვლელობამდე მიყვანას 18 წლის გოგონას შეყვარებულს ედავებიან და მის დაკავებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურისი ზომების მიღებას გეგმავენ.

გოგონამ თავი გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დის თანდასწრებით ჩამოიხრჩო. მისი თვითმკვლელობამდე მიყვამის ეჭვი კი მშობლებს გოგონას წერილის პოვნის შემდეგ გაუჩნდათ, სადაც შეყვარებულს „მკვლელს“ უწოდებდა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევამდე ერთი დღით, ადრე წყვილმა იჩხუბა, რის გამოც ოჯახი ვარაუდუბს რომ გოგონამ თვითმკვლელობა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად