გარდაცვილის მოზარდის მამა: მატირეთ ჩემი შვილი, მე შვილები არასდროს მომიშიებია

მარტვილელი შოთიკო ნაჭყებიას მამა, გელა ნაჭყებია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მისმა შვილმა თავი შიმშილის გამო მოიკლა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბავშვებს მარტო ზრდიდა მათ არაფერი აკლდათ. ასევე, ამბობს რომ 2016 წლიდან ოჯახს სოციალური დახმარება ეძლევა და თავადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

“იმ დღეს როცა თავი მოიკლა სკოლაში გავუარე და ფული მივეცი. მაღაზიაში პური უყიდია და შემდეგ სახლში წასულა. ჩემმა მეორე შვილმა მითხრა რომ შაკოს თავი მოუკლავს, მან ნახა პირველმა. ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ. ისიც პატარა ბავშვია. მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, მე შვილები არ მომიშიებია არასდროს, ან როგორ შეიძლება 21 საუკუნეში ადამიანი შიმშილის გამო იკლავდეს თავს.

როცა რაღაც უნდოდა ყველაფერს მეუბნებოდა, კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, ვერ ვხვდები რა შეიძლება ყოფილიყო სუიციდის მიზეზი.

ნუ ვრცელდება ცრუ ინფორმაციები. მე ჩემი გამჭვირვებია. ბავშვი არც ბულინგს განიცდიდა და არც სხვა რაიმე სტრესს. ის კადრები რაც აჩვენებს, ჩვენი სარდაფის კადრებია. მანდ არ ვცხოვრობთ ჩვენ. სირცხვილია უკვე…”- განაცხადა მან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...