გარდაიცვალა რეჟისორი, რომელიც დანელიასთან ერთად მუშაობდა ფილმებზე “მიმინო” და “კუ! ქინ-ძა-ძა”

სსრკ-ის პერიოდის, რუსი რეჟისორი და პროდიუსერი იური კუშნერვიოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გიორგი დანელიას ერთ-ერთი მოსწავლე იყო, იგი მასთან ერთად მთელი რიგი ფილმებიც შექმნაზე მუშაობდა.

მისი მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში, ექიმების თქმით, კი, გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბი გახდა.

კუშნერიოვი 1937 წელს დაიბადა, მან 1972 წელს სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები დახურა. 1968 წლიდან მუშაობდა “მოსფილმის” რეჟისორად და მეორე რეჟისორად, შემდეგ კი კინოსტუდიის დამდგმელი რეჟისორი გახდა. 1986 წლიდან იგი “მოსფილმის” კომედიური და მუსიკალური სურათების გაერთიანების დირექტორი იყო.

მეორე რეჟისორად კუშნერიოვი ფილმზე “მიმინო” მუშაობდა, მოგვიანებით დანელიას სხვა ბევრი ფილმის პროდიუსერი გახლდათ (“პასპორტი”, “კუ! ქინ-ძა-ძა”) და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად