გარდაიცვალა მაშველი, რომელმაც ტაილანდში, გამოქვაბულიდან 12 ბავშვი გამოიყვანა

სამაშველო ჯგუფის წევრი, რომელმაც 2018 წლის ივლისში ტაილანდში მდებარე გამოქვაბულიდან 12 ბიჭი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი გამოიყვანა, გარდაიცვალა,-ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ბეირუთ პაკბარის გარდაცვალება ინფექციამ გამოიწვია, რომელიც მან სამაშველო ოპერაციის დროს მიიღო. იგი პარასკევს გარდაიცვალა და იმავე დღეს მაჰმადიანური რიტუალის თანახმად დაკრძალეს.

ბავშვების გადარჩენისას კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა: სანამ ბავშვები და მათი მწვრთნელი გამოქვაბულში იმყოფებოდნენ, მყვინთავმა მათ ჟანგბადის ბალონი გადასცა, თუმცა თავად შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 2018 წლის 23 ივნისს სკოლის გუნდის 11-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე გამოქვაბულის მოსანახულებლად წავიდნენ. თუმცა, წვიმების გამო, მღვიმეების დერეფნები ნაწილობრივ დაბლოკილი იყო. დაკარგულები მხოლოდ 10 დღის შემდეგ იპოვეს.

გამოქვაბულიდან წყლის სრულად ამოტუმბვა შეუძლებელი იყო, ამიტომ მოსწავლეები გამოქვაბულიდან მყვინთავების საშუალებით გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად, მთელი გუნდი გადარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად