გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხიდის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბროწეულას დასახლებაში, მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას და გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
რეკომენდაციების შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

პროექტი ითვალისწინებს 2,5 კმ – მდე გზის რეაბილიტაციას და მდინარე ლოჭინზე საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ასევე, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, წყალამრიდი ბეტონის არხები, მიერთებები, ტბასთან მისასვლელი და ბილიკები.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის განხორციელებამდე არსებული გზა დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად