გარდაბნელი, მე-7 კლასელი შოთა ბერიძის შექმნილმა რობოტმა, აშშ-ში პირველი ადგილი მოიპოვა

კომაროვის სკოლა-პანსიონის მეშვიდე კლასის მოსწავლემ შოთა ბერიძემ რობოტი შექმნა და ამერიკაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

კომაროვის სკოლაში ის წელს ჩაირიცხა, მანამდე კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ჰყავს უფროსი და, 16 წლის და ორი პატარა ძმა, რომლებიც ბაღის ასაკის არიან, ამასთან, შოთას დედა ორსულადაა და ოჯახში მეხუთე შვილს ელოდებიან.

თავდაპირველად, მოზარდი კომაროვის საშაბათო სკოლაში სწავლობდა და კვირაში ერთხელ გარდაბნიდან თბილისში დადიოდა, ასევე თბილისში დადიოდა რობოტექნიკის შესასწავლადაც და ამ დარგისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა. მის მიერ შექმნილმა რობოტმა ამერიკაში, საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 80 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

წყარო: ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” – doctrina.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად