გარდაბანში ერთ-ერთ სკოლასთან, გავრცელებული ინფორმაციით კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა, რის შედეგად არასრულწლოვანი ძმებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორე მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.