გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვა მოიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება,- აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება ოთხი საყურადღებო წერტილი – მესტია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა 1246 მოქალაქეს, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად