გამყრელიძე: ღვთის წყალობით, მივდივართ დუნე ზრდით, არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა ერთბაშად მკვეთრი ზრდა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

მისი თქმით, თუკი ასეთი დინამიკა შენარჩუნდა, ჯანდაცვის სისტემა გაუმკვალვდება.

“მივდივართ, ასე ვთქვათ, დუნე ზრდით. არ აქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით, ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. 5-10-15 დღეში თუ იქნა, ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს. მაგრამ რთული იქნება, თუ ეს ნახტომისებური იქნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად