“გაყალბებული ოქმები” – მითი, რეალობა და ფაქტები

სოციალურ ქსელებში გრძელდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე დაწყებული საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების ატვირთვა

არჩევნების მომდევნო პირველ ორ-სამ დღეს ძირითადად ქვეყნდებოდა და განიხილებოდა ისეთი ოქმები, სადაც კენჭისყრის პროცეშში მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა ჯამს და ეს ფაქტი ოქმების ამტვირთავთა მიერ არჩევნების გაყალბების უტყუარ ნიშნად მიიჩნეოდა.

მალევე გაირკვა, რომ ოქმები, სადაც მაჟორიტარ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების ჯამი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო უბანზე არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე, შედგენილი იყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილ საარჩევნო უბნებში და მათზე დაყრდნობით არჩევნების გაყალბებაზე საუბარი შეუძლებელი იყო.

ამის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება ისეთი ოქმების ატვირთვა, სადაც რიცხვებია არააკურატულად ჩაწერილი და შესაძლებელია ამ რიცხვების სხვადასხვაგვარად წაკითხვა. ასეთი ოქმების ამტვირთავთა თქმით, რიცხვები სპეციალურად, მიზანმიმართულად, შედეგების სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბების მიზნით ჩაწერეს ამგვარად.

სოციალურ ქსელში გავრცელებული თეთრიწყარო-ბოლნისი-დმანისი-წალკის N14.24.13 ოქმის სქრინზე კარგად ჩანს არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (97), სამი კანდიდატის მიერ მიღებული და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა (58, 3, 1 და 1), მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენი ხმა აქვს მიღებული „ქართული ოცნების” კანდიდატს, 34 თუ 94.

ოქმის ამტვირთავები კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ მიღებული ხმების რაოდენობის ამგვარი სახით ჩაწერა მიზანმიმართულად მოხდა საუბნო კომისიის იმ წევრთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, რომლებიც არასახელისუფლებო პარტიებს წარმოადგენდნენ და ცესკოს მიერ ოქმებში არსებული მონაცემების დაჯამებისას ამ ოქმიდან 34-ის ნაცვლად 94 ხმა დაემატებოდა „ქართული ოცნების” კანდიდატს.

რეალურად არსებული სურათის დანახვის მიზნით გთავაზობთ „ქართული ოცნების” კანდიდატის მიერ ყველა უბანზე მიღებული ხმების ამონაკრეფს ცესკოს საიტიდან და იქვე მოცემულ მონაცემს მაჟორიტარი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის შესახებ. ოქმებიდა ამოკრეფილი რიცხვები იმ რიგითობითაა ცხრილში ჩაწერილი, როგორც ცესკოს საიტზეა უბნების ოქმების განლაგება ნაჩვენები და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია გადაამოწმოს და შეადაროს ერთმანეთს ჩვენ მიერ ცხრილში მოტანილი და  ცესკოს ოქმებში ჩაწერილი რიცხვების შესაბამისობა და გამოთვალოს ჯამი მწკრივსა თუ სვეტში.

ჩანს, რომ ჩვენ მიერ ამოკრეფილი და დაჯამებული ხმების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ცესკოს მიერ ნაჩვენებ რაოდენობას და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ჯამში შესულია უბანზე მიღებული 34 ხმა.

აქვე მოვიტანთ არჩევნების შედეგების „გაყალბების” მაგალითად ბოლო ორი დღის მანძილზე სოციალური ქსელებში „აფრიალებულ” კიდევ ორ ოქმს და რეალურად არსებული სიტუაციის განმარტების მიზნით დავდებთ რამდენიმე სქრინს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად