გაფრინდაშვილი: მადლობა ოს ხალხს, რომ გზავნილებს მიგზავნიდნენ – ბოდიში, ჩემ გამო რომ შეაწუხეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ოს მოსახლეობას, რომლებიც მის გამო შეწუხდენენ.

” რისკი ყოველთვის არის, ქუჩაშიც… მე ვეცადე ჩემი საექიმო მოვალეობა შემესრულებინა, მიუხედად ე.წ. საზღვისა…
საბოლოო სიტყვაში იქაც ვთქვი და შესაძლოა, ოსურ და რუსულენოვან გაზეთებში გავრცელდეს, თითქოს სასამართლოზე მოვინანიე დანაშაული. მინდა გითხრათ, რომ იქ დუმილის უფლებას ვიყენებდი. საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ აღმენიშნა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება, რადგან თვე-ნახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. არასწორი გზა ავირჩიე თავიდანვე, მხოლოდ პურს და კვერცხს ვიღებდი, სხვა იქაური საჭმელი მე არ მიჭამია. იყო გზავნილები ადგილობრივი მოსახლეობის. მადლობა ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო შეაწუხეს“- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად