გაფიცვისა და წვიმის გამო, პარიზში საცობები წარმოიქმნა

დღეს, პარიზის რეგიონში წარმოქმნილმა საცობებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია-ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საცობების საერთო სიგრძე 631 კმ-ია. წინა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთის დედაქალაქში ოქტომბრის დასაწყისში დაფიქსირდა.

საფრანგეთში სატრანსპორტო სისტემის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, რის გამოც ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი იძულებული გახდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე უარი ეთქვა. რეგიონში წვიმის გამო ვითარება გაუარესდა.

საცობები საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც შეინიშნება, კერძოდ, მარსელში, ლილესა და ტულუზაში.

პროფკავშირების გაფიცვის გამო, პარიზში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა მეტროპოლიტენსა და გარეუბანში მოძრავ მატარებლებზე, სადაც ცხრა ხაზი დაიხურა. კიდევ ხუთ ხაზზე, მატარებლები მხოლოდ გარკვეული ინტერვალებით მოძრაობენ.

გაფიცვის შედეგად დაზარალდა პარიზის სახმელეთო ტრანსპორტიც. დღეს, ტრამვაის მძღოლების მხოლოდ ნახევარი აპირებს სამუშაოზე წასვლას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად