გაფიცვის გამო, Lufthansa ათასობით ავიარეისებს აუქმებს

გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ში განაცხადეს, რომ ხუთშაბათს და პარასკევს, თანამშრომლებისა და მფრინავების გაფიცვის გამო, დაახლოებით 1300 ავიარეისი გაუქმდება.

”Lufthansa Group– ისგან (7 ნოემბერს) არსებული 3 ათასი რეისიდან 2300 რეისი გაუქმდება, ხოლო 8 ნოემბერს  არსებული 3 ათასი რეისიდან 2400 ავიარეისი გაუქმდება”, – წერს Lufthansa– ს პრესსამსახური მიკრობლოგ Twitter– ზე.

მგზავრებს ურჩევენ, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ავიარეისების სტატუსი წინასწარ შეამოწმონ. მოსალოდნელია, რომ შექმნილი ვითარება გავლენას თითქმის 200 ათას ადამიანზე მოახდენს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, UFO– ს ბორტგამცილებელთა კავშირმა განაცხადა, რომ 7 ნოემბერს  48-საათიან გაფიცვას იწყებს, რაც ძირითადად, გერმანიიდან Lufthansa– ს ფრენებზე მოახდენს გავლენას.

8 ნოემბერს,  Lufthansa– ს შტაბში, ფრანკფურტის აეროპორტის მახლობლად მასობრივი გაფიცვა იგეგმება. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდასა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვას მოითხოვენ.

ოქტომბრის ბოლოს, ავიაკომპანია Lufthansa ჯგუფში შემავალი ოთხი ავიაკომპანიის – Eurowings-ის, Germanwings-ის, SunExpress-ისა და CityLine-ის თანამშრომლები გაიფიცნენ, რის შემდეგაც ბერლინის, ჰამბურგის, მიუნხენის, ფრანკფურტის, დიუსელდორფისა და კიოლნის აეროპორტებში ავიარეისები გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად