“გაოგნებული მიყურებდა, ამდენი მეგობარი გყავთო?!” – ქართველების გულისხმიერებით გაოცებული ანიტას ექიმები

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანიტას ოჯახის წევრი წერს.

“გუშინ, დაღამებულზე🌌🌙, ზარი გაისმა მარიკოს ტელეფონზე: პალატას ვერ ვაგნებ და იქნებ, სადმე მნახოთო. – უცნობი ადამიანი, სრულიად.
ჩავიდა მარიკო. პალატაში ამოსვლის უფლება არ მისცეს მნახველს, მაგრამ, რისთვისაც მივიდა დაღამებულზე – ის ყველაფერი დღეს ანიტას პალატაშია.
საჩუქრები… საჩუქრები… საჩუქრები პაწაწინა ნებიერას.🍭🛍🎁🎉❤
ეს გულისხმიერებაა, ეს სითბო და სიყვარულია ჩვენს გოგოს მკურნალობასთან ერთად – თავის დასაძლევს რომ დააძლევინებს. ❣️
უღრმესი მადლობა, ადამიანებო❣️
ყველას მადლობა, ვისაც, ეს პოსტი გეკუთვნით და რომც მოვინდომო სათითაოდ ყველას სახელის დადგენა, მაინც ვერ დაგატევთ ვერც ამ პოსტში და ვერც მადლობაში, რომელსაც გიხდით.
გვიყვარხართ #ანიტას❤️ისთვისაც და ისედაც.❣️
გვეამაყებით❣️❣️❣️
აქვე ვამატებ მარიკოს ნაამბობს:
“რამდენიმე დღის წინ შემოდის ექიმი. ჩვენი პალატა გავსებულია სათამაშოებით. მე ვზივარ და ვაჭმევ ანიტას ფენოვან ხაჭაპურს (ტრადიციულად)😂 ჯერ სათამაშოებს შეხედა, შემდეგ მეკითხება ამ საჭმელს შენ ამზადებო. ვუპასუხე, მოგეხსენებათ, საავადმყოფოში არ არის მომზადების პირობები, ამიტომ აქაურ ქართველებს მოაქვთ და ამ სათამაშოებს, რასაც ხედავთ ყველაფერი მათი მოტანილია-მეთქი. ვაა ანუ გრაცში მეგობრები გყავსო. ავუხსენი, რომ აქ ისე ჩამოვედი არათუ მეგობარი, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა. ისიც ვუთხარი, რომ ამ ადამიანებმა თვითონ მომძებნეს და შემომთავაზეს დახმარება-მეთქი. გაოგნებული მიყურებდა და ბოლოს მითხრა ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მშვენიერიაო და გავიდა. მე კიდე დავრჩი ამაყი და გაყეყეჩებული ❤ ❤ ❤️“.- წერს ანიტას ოჯახის წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად