განვლილ კვირაში ჩატარებულ ტესტებში დადებითი ტესტების კუმულატურული რაოდენობა 31,1%-ით შემცირდა

საქართველოში ჩატარებულ „პისიარ” და ანტიგენის ტესტებში დადებითი ტესტების ხვედრითი წილი მცირდება, თუმცა კვლავ მაღალია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, გუშინ საქართველოში 4 769 „პისიარ” და ანტიგენის ტესტი ჩატარდა და მათგან 538-ში ანუ 11.3%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა.
 
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული „პისიარ” და ანტიგენის ტესტების რაოდენობა, მათში დადებითი ტესტების რაოდენობა და ხვედრითი წილი ასეთია:
 
14.12 – სულ ტესტი 20 176 – მ.შ. დადებითი 3 837 → 19,0%
15.12 – სულ ტესტი 17 943 – მ.შ. დადებითი 3 487 → 19,4%
16.12 – სულ ტესტი 17 029 – მ.შ. დადებითი – 2 981 → 17,5%
17.12 – სულ ტესტი 16 870 – მ.შ. დადებითი – 2 635 → 15,6%
18.12 – სულ ტესტი 18 824 – მ.შ. დადებითი – 2 904 → 15,4%
19.12 – სულ ტესტი 9 812 – მ.შ. დადებითი – 1 731 → 17,6%
20.12 – სულ ტესტი 4 811 – მ.შ. დადებითი – 824 → 17.1%
 
14-20.12 – სულ ტესტი 105 465 – მ.შ. დადებითი – 18 399 → 17.4%
 
21.12 – სულ ტესტი 17 007 – მ.შ. დადებითი – 3 064 → 18.0%
22.12 – სულ ტესტი 14 457 – მ.შ. დადებითი – 2 345 → 16.2%
23.12 – სულ ტესტი 13 699 – მ.შ. დადებითი – 1 972 → 14.4%
24.12 – სულ ტესტი 13 655 – მ.შ. დადებითი – 1 881 → 13.8%
25.12 – სულ ტესტი 14 421 – მ.შ. დადებითი – 1 784 → 12.4%
26.12 – სულ ტესტი 8 394 – მ.შ. დადებითი – 1 097 → 13.1
27.12 – სულ ტესტი 4 769 – მ.შ. დადებითი – 538 → 11.3%
 
21-27.12 სულ ტესტი 86 402 – მ.შ. დადებითი 12 681 → 14.7%
 
14 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე მონაკვეთში საქართველოში ჩატარდა 105 465 ტესტი და დადებითი შედეგი 18 399 შემთხვევაში დაფიქსირდა ანუ ჩატარებული ტესტების 17.4%-ში.
 

21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში საქართველოში ჩატარებული 86 402 ტესტიდან დადებითი შედეგი 12 681 შემთხვევაში ანუ ტესტების საერთო რაოდენობის 14.7%-ში დაფიქსირდა.

21 დეკემბრიდან 27 დეკემბერის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებში 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებულ ტესტებთან შედარებით  5718-ით, ანუ 31,1%-ით ნაკლებით დადებითი შედეგია დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად