განვლილ 24 საათში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2786 და გარდაცვალების 69 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათთან შედარებით 330-ით მეტი.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 20921 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 69 კაცი, 10-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 425 კაცია გარდაცვლილი
 
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 69 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 484  კაცია სრულად განკურნებული.
 
დღეს, თურქეთში 16160 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, სულ კი 140716 კაცს აქვს გავლილი ტესტირება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად