ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2456 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათთან შედარებით 308-ით მეტი.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 18135 შემთხვევაა დაფიქსირებული.
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 კაცი, 16-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 356 კაცია გარდაცვლილი
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 82 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 415 კაცია სრულად განკურნებული.
დღეს, თურქეთში 18757 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, სულ კი 125556 კაცს აქვს გავლილი ტესტირება.