განვლილ 24 საათში თურქეთში ინფიცირების 561 და გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვცის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე აქვეყნებს

ფაჰრეტინ კოჩას მიერ ატვირთული ტვიტის თანახმად, განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 561 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, დღემდე, თურქეთში ოფიციალურად დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2433 შემთხვევა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში 15-ით გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. სულ, დღემდე, თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 59 კაცი.

ფაჰრეტინ კოჩას თქმით, განვლილი 24 საათის განმავლობაში ჩატარდა ტესტირება ჩაუტარდა  5035 კაცს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად