განვლილ 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაცია საიტ сторкоронавирус-ზე ქვეყნდება

ახალი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 228 (გუშინდელთან შედარებით 32-ით მეტი) ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1264-მდე გაიზარდა.

ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბის მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 49 კაცი. გარდაცვლილია 4 კაცი.

საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებიდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია კრასნოდარის მხარეში – 17, ადიღეიში – 1, ყაბარდო-ბალყარეთში – 4, ჩეჩნეთში – 5, დაღესტანში -1

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად