განვლილ 24 საათში იტალიაში ინფცირების შემთხვევები 2357-მდე, წინა დღესთან შედარებით 664-ით შემცირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

პორტალი წერს, რომ ზედიზედ მე-6 დღეა, რაც იტალიაში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა ოდენობა მცირდება. დღეისათვის იტალიაში 103 745 კაცია კორონავირუსისგან განსაკურნი, გუშინდელზე 2782-ით ნაკლები. მათგან ჰოსპიტალიზირებულია 21533 კაცი, გუშინდელზე 535-ით ნაკლები, ხოლო სახლში იზოლირებულია 82 212 კაცი, გუშინდელზე 75-ით ნაკლები.

შემცირებულია აგრეთვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ოდენობა, სადაც ამჟამად 2102 პაციენტია, გუშინდელთან შედარებით 71-ით ნაკლები.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 2357 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 664-ით ნაკლები.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 195391 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 415კაცი. კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა უფრო ნაკლები იტალიაში ბოლოს 17 მარტს იყო.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსი გარდაცვლილია 26384 კაცი.

განვლილლ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა იტალიაში 60498-დან 63120-მდე გაიზარდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 32,31%-ია.

დღეს, იტალიელებმა, პირველად 1945 წლის შემდეგ, ქუჩებში ტრადიციული მსვლელობების გარეშე იზეიმეს ნაციონალური დღესასწაული – ფაშიზმზე და გერმანულ ოკუპაციაზე გამარჯვების დღე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად