განვლილ 24 საათში იტალიაში 260 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელთან შედარებით 155-ით ნაკლები

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 2324 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 33-ით ნაკლები

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 197675 შემთხვევა.

დღეისთვის იტალიაში 103 745 კაცია კორონავირუსისგან განსაკურნი, მათგან ჰოსპიტალიზირებულია 21372 კაცი, გუშინდელზე 161-ით ნაკლები, ხოლო სახლში იზოლირებულია 82 722 კაცი, გუშინდელზე 510-ით მეტი.

შემცირებულია აგრეთვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ოდენობა, სადაც ამჟამად 2 009 პაციენტია, გუშინდელთან შედარებით 93-ით ნაკლები.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 260 კაცი, 155-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა უფრო ნაკლები იტალიაში ბოლოს 14 მარტს იყო.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსი გარდაცვლილია 26644 კაცი.

განვლილ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა 1808-ით, 63120-დან 64928-მდე გაიზარდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 32,85%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად