განვლილ 24 საათში ირანში ინფიცირების 1365 და გარდაცვალების 97 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ავრცელებს

ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, განვლილ 24 საათში ირანში ინფიცირების 1365 ახალი შემთხვევა დადასტურდა 76-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
გარდაცვალებულთა რაოდენობა განვლილ 24 საათში 97-ით არის გაზრდილი, რაც წინა 24 საათში დაფიქსირებულს 12ით აღემატება.
 
ამ დროისთვის ირანში სულ ინფიცირების 12729 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 611 კაცს შეადგენს.
 
ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულებს განვლილ 24 საათში 810 კაცი შეემატა და ამჟამად სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 4339 კაცი.
 
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ირანი მსოფლიოში მეხუთეა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
 
1. იტალია – 292,1
2. ნორვეგია – 191,7
3. შვეიცარია – 158,9
4. სამხრეთი კორეა – 157,7
5. ირანი – 151,5
6. დანია – 142,8
7. ესპანეთი – 128,8
8. ბაჰრეინი – 124,0
9. კატარი – 117,0
10. შვედეთი – 93,9
11. სლოვენია – 87,1
12. ესტონეთი – 82,2
13. ავსტრია – 72,7
14. ბელგია – 59,4
15. ჩინეთი – 56,2
16. საფრანგეთი – 56,1
17. ნიდერლანდები – 56,0
18. გერმანია – 47,2
19. ფინეთი – 40,6
20. სინგაპური – 36,2
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად