განვლილ 24 საათში დაღესტანში 50, მთელ რუსეთში კი 232 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 572 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 201-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 387 623 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 641-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 232 კაცი გარდაიცვალა, 58-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალებულთა ასეთი დიდი რაოდენობა რუსეთში პირველად დაფიქსირდა ოფიციალურად.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 4 374 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,13%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 29,8

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 159257, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 41,09%-ია

ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 10 000 061-ს – 68146-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე

რუსეთი

ინფიცირებული – 387 623 (+8 572)

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 3 662 (+80); ადიღე – 794 (+11); ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 951 (+56); ყაბარდო-ბალყარეთი – 2 673 (+81); ჩრდილოეთ ოსეთი*** – 2 858 (+51); ინგუშეთი – 2 000 (+45); ჩეჩნეთი – 1 192 (+18); დაღესტანი – 4 704 (+125)

განკურნებული – 159 257 → 41,09%

გარდაცვლილი – 4 374 → 1,13%

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 31 (+2); ადიღე – 9; ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 5; ყაბარდო-ბალყარეთი – 14; ჩრდილოეთ ოსეთი*** – 44 (+3); ინგუშეთი – 50; ჩეჩნეთი – 13; დაღესტანი – 201 (+50)

***ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2907-მდე, ხოლო გარდაცვლილთა კი 47-მდეა გაზრდილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად