განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 65 შემთხვევა გამოვლინდა

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ოპერატრიული შტაბი ავრცელებს

ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
სულ, 28 თებერვლიდან დღემდე აზერბაიჯანში ინფიცირების 991 შემთხვევაა გამოვლენილი.
 
ოპერატიული შტაბი იუწყება, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი, 60 წლის ასაკის მოქალაქე გარდაიცვალა.
 
სულ, 11 მარტიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილია 10 კაცი.
 
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 159 კაცი. მკურნალობას განაგრძობს 822 კაცი, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი საშუალო სიმძიმის.
 
დაინფიცირებულთა გამოსავლენად აზერბაიჯანში დღემდე 61342 ტესტია ჩატარებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად