განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევა გამოვლინდა

ამის შესახებ აზერბაიჯანული პორტალი Trend-ი აცხადებს.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, – წერს პორტალი აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გარდაცვლილი, 1961 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ,12 მარტს, მაღალი ტემპერატურით და სუნთქვითი პრობლემებით მოათავსეს სპეციალური რეჟიმის საავადმყოფოში. კვლევის შემდეგ მას დამატებით ქრონიკული ბრონქიტი აღმოაჩნდა და მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად ხდება მასთან კონტაქტში მყოფი ოჯახის წევრების და სხვა პირების დადგენა და კარანტინში გადაყვანა.

დღემდე აზერბაიჯანში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 122 შემთხვევა. გარდაცვლილია  3 კაცი, ხოლო  სრულად გამოჯანმრთელებულია 15 კაცი. მკურნალობას განაგრძობს 104 კაცი. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 9-ის – საშუალო სიმძიმის.  ჩატარებული ტესტების რაოდენობამ 20000-ს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად