განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე  ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით,  ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა ოქროს ზოდი და  დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 68 742 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მალულად იქნა შემოტანილი 73 200 ლარის საბაჟო ღირებულების ტექსტილის ნაწარმი.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით,  ისჯება თავისუფლების აღკვეთას   5-დან 7 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად