განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის
ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლები შეუსყიდა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის გადამუშავების მიმართულებით საშუალო და მცირე გრანტები გადაეცემათ.

საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადების მიღება 20 მაისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
დევნილების განაცხადები მიიღება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე – თამარაშვილის 15ა. ასევე, სკანირებული განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ- გვერდზე – http://livelihood.gov.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად