განრისხებულმა მარტორქამ გერმანიის საფარი-პარკში ავტომობილი “აკენწლა” (ვიდეო)

გერმანიაში, ქვედა საქსონიაში, ჰოდენჰაგენის საფარი-პარკში, მოულოდნელად განრისხებულმა მარტორქამ ზოოპარკის თანამშრომლის ავტომობილი სამჯერ ამოატრილა.

ზოოპარკის დირექტორის, ფაბრიციო სეპეს თქმით, 30 წლის ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, სახელად კუსინი, მათთან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენის პროგრამით მოხვდა 18 თვის წინ და ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდშია.

კუსინის განრისხების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მან მანქანა ჯოგის მდედრებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და თავს ამიტომ დაესხა.

ჩვეულებრივ, კუსინი ღია სივრცეში მხოლოდ ადრე დილით და საღამო ხანს ხვდებოდა, ინცინდენტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით კი, მას გარეთ აღარ გამოუშვებენ და მისთვის სხვა, უფრო შესაფერის გარემოს გამოძებნიან.

ავტომობილში მყოფი ზოოპარკის თანამშრომლის შესახებ ფაბრიციო სეპი ამბობს, რომ მას მციერე ტრავმები და ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ მთლიანობაში თავს კარგად გრძობს და არ აპირებს ზოოპარკში მუშაობის 24 წლიანი სტაჟის გაწყვეტას.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...