განათლების სამინისტრო: ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებს და სკოლებს – თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა Feedc Edu უსასყიდლოდ შესთავაზა, მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი ახალგაზრდის ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

“ნიკო იმ ნათელი თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელზეც დგას თითოეული ჩვენგანისა და საქართველოს მომავალი.
ქვეყნისთვის და ქართული განათლების სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო განათლების სისტემას დისტანციურ რეჟიმზე მოუხდა სწრაფი ადაპტირება, ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებს და სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა “Feedc Edu” სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა. ეს გახლდათ სოციალური პასუხისმგებლობის მართლაც უპრეცედენტო მაგალითი, რის გამოც მისი უსაზღვროდ მადლიერი ვართ.

ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის.” – ნათაქვამი უწყების გავრცელებულ სამძმრის წერილში.

 

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელი რამდენიმე დღის წი თბილისში დაჭრეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით მას გულ-მკერდის არეში 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

 

კომენტარები
იტვირთება...