განათლების სამინისტრო ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და თანასკოლელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს.

სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში” – ნათქვამია უწყების სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, “მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლე, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად